მაკა ბოჭორიშვილი: განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში
განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე, პოლიტიკური დიალოგი საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში და ეს დინამიკა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, იქნება შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად არსებობს უფრო მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ახსენეთ, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება გასულ წელს არის კარგი საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
მივესალმებით დიპლომატიის წარგზავნას საქართველოში, რომელიც იმუშავებს ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ სლოვაკეთის მხარის დელეგაციას, რათა ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის გამოყენებული, ათვისებული, ხელი შევუწყოთ ჩვენს კავშირებს, ბიზნესსაზოგადოებებს შორის დაკავშირებას და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1771254497
საზოგადოებაიურაი ბლანარი: სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს
სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ მ...
1771253220
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შს მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას
შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა...
1771252641
საზოგადოებასლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, რომ მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა
საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მ...
1771251335
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე: ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია და ცნობილი. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს
ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1771250199
ახალი ამბებიქადაგიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: ეს ნიშნავს იმ დანაშაულის აღიარებას, რისი განხორციელებაც 4 ოქტომბერს უნდოდათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ
„ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ. პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გ...



























