"ამ დღეებში არ დარჩენილა ადამიანი ვისაც რუსეთ-საქართველოს ომზე არ უკითხავს, პასუხად ჩემს ამბავს ვყვები" - რა ისტორიას აქვეყნებს ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

"სამსახურში და უცხოელ მეგობრებთან ხშირად მისაუბრია რუსეთ-საქართველოს ომზე.

ამ დღეებში არ დარჩენილა ნაცნობი ვისაც არ უკითხავს, რას ვფიქრობ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე.

პასუხად ჩემს ამბავს ვყვები.

რუსეთი არც ცდილობს მიდგომები დახვეწოს, შენიღბოს, ახალი სამხედრო თუ პოლიტიკური ტაქტიკა გამოიყენოს.

ისევე ანადგურებს ყველაფერს როგორც ამას ასეული წლები სჩადიოდა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.

ღიად, ცინიკურად ისაკუთრებს იმას რაც მისი არასდროს ყოფილა.

ყველგან, სადაც შეაბიჯებს მიაქვს ნგრევა, სიკვდილი, კორუფცია, უპერსპექტივობა.

ჩემი პასუხი თანამშრომლების კითხვაზე, რა შედეგებს უნდა ველოდეთ თუ უკრაინა რუსეთის აგრესიას ვერ გადაურჩება, არის ამ ფოტოებში.

ასე მარტივად იგებენ, რომ იქ სადაც რუსეთია არის სიკვდილი, სიცარიელე და არასდროს არ არის ადამიანის ადგილი.

ადამიანი როგორც ღირებულება რუსული გავლენის არეალში აღარ არსებობს.

საქართველოს, უკრაინას, კავკასიის ქვეყნებს აქვთ ძალიან მარტივი არჩევანი.

ვირჩევთ დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებზე აშენებული საზოგადოებით ან მონობას, კორუფციით, ჩაგვრით, უსამართლობით, სიღარიბით.

პირველ შემთხვევაში თქვენი შვილები იცხოვრებენ ქვეყანაში სადაც საკუთარი შესაძლებლობების და შრომის საპირწონე მომავალს აიშენებენ, მეორე გზა კი გთავაზობთ ქვეყანას სადაც არავის აქვს პერსპექტივა.

საკუთარი უნარების სწორად განვითარებისა და სტაბილური, მშვიდი ცხოვრების ასაშენებლად თქვენს შვილებს მოუწევთ შორეულ ქვეყნებში გადახვეწა.

თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში შრომით, სწავლით და პატიოსნებით მშვიდი და ეკონომიურად სტაბილური ყოველდღიურობა გექნებათ, რუსული საქართველო საოკუპაციო ხაზს მიღმაა და თვალსაჩინოებისთვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ....", - წერს ნანა გეგეჭკორი.

სხვა სიახლეები:

⬛ „უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მივიჩნევ ადამიანებს ვასწავლო როგორ არ უნდა გახდნენ ჩემი პაციენტები“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

⬛ "თაზო და გვაპატიე, რომ ვერ გავიგეთ როდის კვდებოდი ნელ-ნელა…" - დათო ლიკლიკაძე პოეტ თამაზ მონიავას ემშვიდობება

⬛ დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

⬛ „აგერ ახლა სვანურში ქალ-კაცაც აცეკვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორეოგრაფი არც მოცეკვავეა, არც ქართველი! უფრო ქვეყნის მტერი მგონია!“- ემიგრანტი საფრანგეთიდან

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791829566

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...

პოლიტიკოსი

1791827086

საინტერესო ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...

მიხეილ სარჯველაძე

1791824931

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები

[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...

ირაკლი კირცხალია

1791821802

მსოფლიო

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანენ

ვატიკანის განცხადებით, პაპ ლეოს ფილტვზე აღმოჩენილი მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის მიზნით 13 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 71 წლის ლეომ 11 ოქტომბერს განაცხად...

პაპ ლეო

1791820055

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კაია კალასი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს უკუსვლაზე საუბრობენ, რასაც ქართული და ევროპული საზოგადოება სერიოზულად აღარ აღიქვამს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კა...

ააა