"თაზო და გვაპატიე, რომ ვერ გავიგეთ როდის კვდებოდი ნელ-ნელა…" - დათო ლიკლიკაძე პოეტ თამაზ მონიავას ემშვიდობება
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე პოეტ თამაზ მონიავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"თაზო იყო ნამდვილი ქალაქელი.
თაზო იყო წესიერების და ოჯახიშვილობის განსახიერება.
ის ბარდი იყო, ნამდვილი ბარდი…
გინდათ იცოდეთ ვინ იყო ნამდვილი კოლორიტი ამ ქალაქის? უპირობოდ თაზო მონიავა!
ის ისეთივე ნაწილი იყო ამ ქალაქის, როგორც თეთრი ხიდი და ოქროს ჩარდახის აღმოსავლური ჭადარი.
თაზო უყვარდა ყველას.გულით უყვარდა ამ უმადურ ქალაქს, მართლა უყვარდა და არ შურდა მისი. რადგან თაზო არასოდეს არ იდგა არავისზე მაღლა ( თვითონ დამდაბლდა ამ ქალაქზე ), ამიტომაც რაღაცნაირად მლანძღავი არ ჰყავდა.
თაზომ თვითონაც არ იცოდა და სხვებსაც ავიწყებდა თუ რამხელა მარგალიტი იყო ამ ქალაქის.
ისე წყნარად იცხოვრა ამ სიყვარულში თავად არაფერი მიიღო.
ისედაც არას მაბადმა, მხოლოდ სიყვარული აგროვა.
მხოლოდ სიყვარული და მეტი არაფერი…
ჩვენ მის სიკვდილში არ გვიდევს ბრალი, რადგან ჩვენ ალიბი გვაქვს.
ჩვენ აბა რა შუაში ვართ? როცა ის კვდებოდა არ ვიყავით მის გვერდით, როცა მას უჭირდა არ ვიყავით მის გვერდით,
როცა ის ტიროდა ჩვენ არ ვიყავით მის გვერდით, ასე რომ ჩვენ ალიბი გვაქვს.
მშვიდობით თაზო, დაუკარი ეგ შენი გიტარა და გულის სიმები კიდევ გაგვითბე.
დაუკარი თაზო და გვაპატიე, რომ ვერ გავიგეთ როდის კვდებოდი ნელ-ნელა…", - წერს დათო ლიკლიკაძე.
სხვა სიახლეები:
⬛ დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
1791836190
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი...
1791835342
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია. მხარეებმა კიდევ...
1791833908
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა, როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უც...
1791829566
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...




























