"არ ვართ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება, როცა ჯერ კიდევ ბედავს ვიღაც ასეთს და ალბათ, რამდენ დაუფიქსირებელ "ასეთს" - ლაშა ზარგინავა შშმ პირის ცემის ფაქტზე
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლაშა ზარგინავა იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტია ასახული.
"იმ საშინელ ვიდეოს შეგნებულად არ ვაზიარებ, რადგან არ მინდა ჩემმა შვილმა, რომელიც ფბ მეგობრებში მყავს, ნახოს, რამდენად სასტიკ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება და რამდენად დაუცველია.
ერთს ვიტყვი მხოლოდ, არ ვართ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება, საერთოდაც, ვართ თუ არა საზოგადოება, ეგეც საკითხავია, როცა ჯერ კიდევ ბედავს ვიღაც ასეთს და ალბათ, რამდენ დაუფიქსირებელ "ასეთს", - წერს ზარგინავა.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























