არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა

ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები, - განაცხადა პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა.
გამზარდიასთვის უცნობია, ბაჩიაშვილის ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას.
„ბუნებრივია, ჩვენ არ ხელგვეწიფების, რაიმე ინფორმაცია ან მივიღოთ უნდობლად ან სანდოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვუსმენთ მხოლოდ მხარეს, რომელიც ლაპარაკობს და თავისთავად, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება ამ ყველაფერში სიმართლე ან ტყუილი გამოვადნოთ. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი ძნელია. არ ვიცი, ბაჩიაშვილი საკმაოდ შეუმჩნეველი ფიგურა იყო და მისი ანტიდასავლური პროპაგანდა ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ან რა შედეგი მოჰყვებოდა მის ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას, ან პირიქით, ამის წინააღმდეგ წასვლას.
მეტიც, სანამ ბაჩიაშვილი ასოცირებული იყო ივანიშვილთან, მისგან ანტიდასავლური პროპაგანდა ბაჩიაშვილის პერსონას კი არ შეეხებოდა იმდენად, ბიძინა ივანიშვილს უფრო შეეხებოდა და კიდევ ერთხელ, საზოგადოება იტყოდა იმას, რომ, აი ივანიშვილი თავისი სანაცნობო სივრციდან, ყოფილი თუ არსებული პარტნიორებიდან ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს.
ანუ, ბაჩიაშვილს არავინ განიხილავდა პერსონად, მას განიხილავდნენ უფრო კომუნიკატორად და ამ შემთხვევაში მისი ტექსტის უკან ივანიშვილს უფრო წაიკითხავდნენ. ამიტომ, მე მის ამ ვერსიას მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვეკიდები. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვიცი ტყუილი და მართალი და მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციურად ვმსჯელობ. უბრალოდ ამ ნაწილში მე მაინცდამაინც სანდოდ ვერ ვუყურებ“, - განაცხადა გამზარდიამ.
1753951840
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კახა კალაძეს აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერობას გაცილებით კიდევ უფრო მეტად უკეთ შეძლებს
მერობის პოსტზე რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებენ ოპოზიციური პ...
1753951810
ახალი ამბებისაქართველოში 4 აგვისტომდე 38-40 გრადუსამდე იქნება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღ...
1753948865
ახალი ამბებიპაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად, ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან
„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილ...
1753947692
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ანაკლიის პორტის საქმეზე: „ლელოს“ თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ანანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად...
1753946648
ახალი ამბებისაქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით...