"ჩნდება ეჭვი, რომ ონლაინ გამოცდების უფრო ადვილად ჩაბარების იმედი აქვთ და ამიტომ ატეხეს ეს ალიაქოთი" - გია ნოდია თსუ-ს სტუდენტების პროტესტზე

"ის, რომ მთავრობა ზოგადად ცუდია, ან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატშია მხილებული, სტუდენტების მხრიდან ძალადობას არ ამართლებს. ასევე, ძალადობის გამართლების არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ ბევრ სტუდენტს, ზოგადად, ფინანსურად უჭირს. ამ საკითხზე ყურადღების გადატანა ამ აქციის გაკეთილშობილების მცდელობაა",-  ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტსა და 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

"შუა სემესტრში რომ ჰიბრიდულიდან აუდიტორიულ სწავლებაზე უნდა გადასულიყო თსუ, ნამდვილად სისულელე იყო. სტუდენტებმა სამართლიანად გააპროტესტეს და თავისას მიაღწიეს. ძალიან კარგი.

სწორია თუ არა, რომ გამოცდები მაინცდამაინც ცოცხალ რეჟიმში უნდა ჩატარდეს ონლაინ სემესტრის შემდეგ, კატეგორიული აზრი არა მაქვს. ამის სასარგებლო არგუმენტებიც არსებობს და საწინააღმდეგოც.

მაგრამ თუნდაც თუ ამ საკითხში სტუდენტების პოზიციას გავიზიარებთ, მათი ბრძოლის მეთოდებს გამართლება მაინც არა აქვს.

სრულიად ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ონლაინ გამოცდების უფრო ადვილად ჩაბარების იმედი აქვთ და ამიტომ ატეხეს ეს ალიაქოთი.

დაბოლოს, მართლა გასაპროტესტებელი რამდენი რამეა ამ ქვეყანაში, სად არიან?

თუ "ნაც-ქოცობაზე" მაღლა დგანან?

მოკლედ, ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კონკრეტული სტუდენტები არავითარ მხარდაჭერას არ იმსახურებენ.

უნივერსიტეტმა არ უნდა დაუთმოს",- აცხადებს ნოდია.

ამავე თემაზე:

📍„ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, მოვუწოდებთ სტუდენტებს საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად“ - თსუ-ს პროფესორები

📍განათლების სამინისტრო თსუ-ს რექტორატს მოუწოდებს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, სტუდენტების განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790231369

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...

ლევან ჟორჟოლიანი

1790231307

ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარისუკანონ...

დაკავება და ბორკილები

1790230473

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყო...

ირაკლი კობახიძე

1790229821

საზოგადოება

ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...

ირაკლი შატაკიშვილი

1790229726

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...

თამარ იოსელიანი