დღეს წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნავს.
ლოცვა, რომელიც ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოთ:
ჰოჲ, სამგზის სანატრელო წმიდაო დიდმოწამეო დედუფალო ქეთევან, რომელი მკვიდრობ წინაშე საყდართა ყოვლადწმიდისა სამებისა, ვითარცა წმინდა დედოფალი და მოწამე სარწმუნო ქრისტესი, რომელმან დაიმარხენ სამოციქულო სარწმუნოებაჲ, მოიხვეჭე ღვაწლი კეთილი, მოიღე გვირგვინი სიმართლისა და თავსა შენსა შესძინე შემწეობა ჩვენთვის ძლიერი, რამეთუ შენ ხარ აღმასრულებელი თხოვათა ჩვენთა.
ჰოჲ, ყოვლადბრწყინვალეო დიდმოწამეო მხევალო ქრისტესო, დაიფარე და განაძლიერე ღვთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფებასა მისსა მოჰმადლე ქრისტესმოყვარეობის სიბრძნე და მტერთა ზედა ძლევამოსილება. განაბრწყინვე საჭეთმპყრობელი წმიდისა ჩვენისა ეკლესიისა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღვდელო და სამონაზვნო წესნი და განაძლიერე ქრისტესმოყვარენი მთავარნი და სამხედრო განწესება; და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოჲ, მოწამეთა პორფირშემოსილო დედუფალო ქეთევან, საკვირველითა შენითა მეოხებითა მოანიჭე მომუშაკეთა ნაყოფიერება, ტყვეთა შვება, საპყრობილესა შინა მყოფთა სინანული, სნეულთა კურნება, მოგზაურთა მფარველობა და ჩვენ ყოველთა ცოდვილთა მოტევება; დაგვიფარენ ხილულ და უხილავ მტერთაგან, რათა შენს მიერ ურიცხვი წყალობის მიმღებელნი ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლად წმიდასა სამებასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცნობისთვის, წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. საშინლად ნაწამები დედოფლის სხეული კი ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. გადმოცემის თანახმად, მის წმინდა ნეშტს სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდება დღეს? - 26 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵 "რუსეთმა შესაძლოა, საზღვრები დღეს დაკეტოს" - რას წერს რუსული მედია
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...
1755692506
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1755689013
ახალი ამბები„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...
1755688007
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...
1755685048
ახალი ამბებიბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...