"ნაცმოძრაობაში მეორე კაცია გვარამია, როდესაც ბიომასას უწოდებს, იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს" - ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას უპასუხა
"როდესაც ბიომასას უწოდებ, იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება", - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ტელეკომპანია "მთავარი"-ს დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას.
საუბარია, ნიკა გვარამიას ფეისბუკ სტატუსზე, რომელშიც მან თავისუფლების მოედანზე გუშინ შეკრებილი საზოგადოებას "ბიომასა" უწოდა.
"რაც შეეხება თქვენს მეორე ბელადს, ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი კი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი, ყველამ ვიცით, რომ ნაცმოძრაობაში მეორე კაცია გვარამია, როდესაც ბიომასას უწოდებს, იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება, რასაც თქვენ დღეს აგრძელებთ ამ სამარცხვინო რიტორიკით და სიცრუის ტირაჟრებით", - მიმართა მან "მთავარი"-ს ჟურნალისტს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა გუშინ შემაჯამებელი აქციით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა არის მათი ღირებულებები.
"ჩვენთვის მთავარია, ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა - ესაა ჩვენი ღირებულებები. მათი ღირებულებებია, ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ. ეს ადამიანები 30 ოქტომბერს დამარცხდებიან თავისი გვარამია, მშვილდაძეებით.
მე ვთქვი, რომ ამ აქციაზე, შეკრებაზე, ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ დაგვჭირდებოდა იმდენი მარტო მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ეს არ იყო სიტყვის მასალად ნათქვამი, რეალურად, ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.
ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას", - განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართა.
ამავე თემაზე:
1790795032
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია
„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...
1790789585
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...
1790786811
ახალი ამბებიფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით
„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...
1790785017
ახალი ამბებიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...































