"ხომ ვერ ვიფიქრებდი, რომ სააკაშვილის დაცვას დავიწყებდი? იმდენი ქნეს, ეგეც მოახერხეს" - ინგა გრიგოლია
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იგი მმართველ პარტიას კითხვებით მიმართავს.
"ქოცები როგორი ხალხია იცით? ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავხარ იქამდე, რაზედაც ადრე არ გიფიქრია.
ვერ წარმოიდგენდი.
ხომ ვერ ვიფიქრებდი, რომ სააკაშვილის დაცვას დავიწყებდი? იმდენი ქნეს, ეგეც მოახერხეს.
…რატომ არ შემოუშვით მისი უკრაინელი ადვოკატი საქართველოში, რისი გეშინიათ?
რატომ არ გადაგყავთ კლინიკაში პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეტად სახიფათოა ,როცა მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც პატიმრობისას რამდენჯერმე გადაუყვანიათ კლინიკებში?
რატომ უზღუდავთ სატელეფონო ზარების და სასამართლოს უფლებას?
თქვენ რომ დაგიჭერენ 5 ივლისზე, ( და არა მხოლოდ!!!!) , ეგრე რომ მოგექცნენ , მაშინ რა რეაქცია გექნებათ, ქოცნო?", – წერს ინგა გრიგოლია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
🔵 მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს, ციხიდან წერილს უგზავნის
🔵 "აქციაზე, გივი სიხარულიძისგან 25 სანტიმეტრიანი დისტანცია დაიცავით, ეგეც მოდის" - ირინა სარიშვილი
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































