"ღარიბაშვილო თუ ასე ძალიან მოგწონს ილუზიაში ცხოვრება, სარკის პირისპირ ისაუბრე, რომ საკუთარი ჭია მაინც გამოკვებო" - რატომ დაუპირისპირდა მამა პეტრე ხელისუფლებას
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრე კვარაცხელია, საქართველოს მთავრობას ღიად დაუპირისპირდა.
როგორც მამა პეტრე სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, იგი უერთდება მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ გააუმჯობესოს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი.
"საქართველოს უნიათო მთავრობა, რა გგონია, გავჩუმდები?!
მგონი არც იცით, ვინ გადაგეკიდათ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, თქვენ მაიძულეთ, ეს ნაბიჯები გადამედგა..
ხომ არ გგონიათ, რომელიმე პოლიტიკური პარტია ამოვიყენო გვერდზე და თქვენ სალაპარაკო მოგცეთ, ეს მღვდელი იმართებაო…
სამართავები გვერდით გყავთ, მაგრამ ვერც მათ მართავთ…
უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდით, ისევ თქვენი ,,გამჭრიახი” გონების წყალობით…
არც იფიქროთ, თქვენი ტროლების, ბოტების და ზომბების შემეშინდეს…
გვერდით ისევ თქვენი ამომრჩევლები მეყოლება და ისე მოგადგებით…
ის ხალხი, ვისაც უკანასკნელი იმედი გადაუწურეთ, ვისაც ყველა ოცნება წაართვით და მხოლოდ ერთი ბელადის გარშემო ტრიალებთ…
ჩვენი, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნაწილის მოთხოვნა არის ერთი - გააუმჯობესეთ სოციალური ფონი, გადახედეთ კომუნალურებს და თქვენ მიერ დახარჯულ დენს და გაზსაც ჩვენ ნუ გვახდევინებთ…
შეიცოდეთ ემიგრანტები, ის წელში გადაწყვეტილი ხალხი და მიეცით არსებობის უფლება…
თუ ეს ქვეყანა ფეხზე დგას, მხოლოდ მათი დამსახურებაა, თქვენი წყალობით, ერთი წელი ვერ გავძლებდით…
ღარიბაშვილო, შენი ძალიან პრიმიტიული ზღაპრები, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ შვილებსაც არ მოუყვე, მომავალი თაობა მაინც არ მოწამლო ტყუილებით და ბოდვებით…
თუ ასე ძალიან მოგწონს ილუზიაში ცხოვრება, სარკის პირისპირ ისაუბრე, რომ საკუთარი ჭია მაინც გამოკვებო…
საქართველოს მთავრობა, (თუკი ასეთი დეფინიცია არსებობს), დაინახეთ, რომ ქაქში ხართ და ხალხს ძალიან შია…
საკუთარი სახლის კედლებზე გაიკარით, სიცოცხლის, სინათლის და სიყვარულით სავსე ქალაქების ტრაფარეტები, ჩვენ ასეთ ქვეყანაში კარგა ხანია აღარ ვცხოვრობთ…
თქვენ ყველაფერს ხაზი გადაუსვით, ყველა წითელი ხაზი დაარღვიეთ…
თქვენ გაანადგურეთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა და გენოციდი მოუწყვეთ საკუთარ ხალხს…
თქვენ მეასედ და მეათასედ აქციეთ დევნილებად, 250 ლარზე დარჩენილი ადამიანები…
შიმშილს აიტანს კაცი, მაგრამ სულიერი შიმშილი, სულში ჩაფურთხება და ღირსების შელახვა გაუსაძლისია…
იმ დონეზე დაეცით და ძირს ფორთხავთ, იმას გეხვეწებით, რომ ამ ზამთარს არ გაგვყინო, თქვენი გაუმაძღრობის და უსამართლობის გამო…
არავინ გაბედოს, არ შემეხმიანოს და მორალის კითხვა არ დამიწყოს… არავის გაქვთ უფლება, ასე მოიქცეთ…
მე მხოლოდ მას ,,ვემორჩილები” ვინც ჩვენზე-ხალხზე, ჩემს შვილებზე ზრუნავს და ადარდებს, როგორ ვცხოვრობთ, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა გვწყინს…
დანარჩენებმა კარი მიიხურეთ და დადუმდით…
ისეთს არაფერს ვითხოვთ - ,,შუქს ნუ ჩამიქრობ”-თ!..", - წერს მამა პეტრე ფეისბუკში.
სხვა სიახლეები:
🔵 ამირან სალუქვაძე: კახა ლომაიამ ისეთი პოსტი დაწერა, მთელი ქვეყანა შიფრავს და ჯერ ვერავინ ჩაწვდა
1791663611
საზოგადოებასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...
1791662819
საზოგადოებაპაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას
„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...
1791661410
საზოგადოებათბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...
1791658982
ახალი ამბებიავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი
თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...


























