პრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ

მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტს.

მთავრობის მეთაურის თქმით, არგუმენტს აქვს კლასიკური გაგება და ოპონენტების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა.

„მე იმას კი არ გეუბნებით, რომ თქვენი არგუმენტი მომწონს, ან არ მომწონს. იმას გეუბნებით, რომ არგუმენტს არ ამბობთ. არგუმენტს აქვს კლასიკური გაგება და თქვენ არგუმენტს არ ამბობთ. არგუმენტი, მაგალითად, რა არის გეტყვით - მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი. შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ. თქვენ ვერ გაიგეთ, რა ვთქვი, იმედია, აკუსტიკურად ვერ გაიგეთ და არა არსებითად. თქვენ თქვით, რომ მე ვსაუბრობდი 90-იანი წლების ნოსტალგიაზე. რატომ გეუბნებით, რომ ვერ გაიგეთ, თან განათლების ექსპერტი ბრძანდებით, არ მინდა, სხვა რამეში გადავიდე, მაგრამ, მე ვთქვი, რომ პრობლემების სათავე იყო 90-იანებიდან, როგორ არის ეს 90-იანების ნოსტალგია? ივანე ჯავახიშვილის დროში დაბრუნება გვინდა, რაც საბჭოთა პერიოდი იყო ასევე, მაგრამ რა შუაშია საბჭოთა ნოსტალგია? ლოგიკურად უნდა იმსჯელოთ, ისეთი რამე არ უნდა თქვათ, რაც აბსურდია. როცა თქვენ ამბობთ, რომ 90-იანი წლების ნოსტალგია, ან საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გვალაპარაკებს, ეს არის აბსურდი. რატომ არის აბსურდი იცით? არც საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გვაქვს და არც 90-იანების. მე ვთქვი ერთი რამ, რომ ივანე ჯავახიშვილმა დააფუძნა თსუ და დააფუძნა საუნივერსიტეტო სისტემა ამ ქვეყანაში 1918 წელს, მაგრამ შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო საბჭოთა პერიოდში. მე, როდესაც ნოსტალგიით ვიხსენებ თუნდაც 1922 ან 1923 წელს, 1926 წელს, ვიდრე ივანე ჯავახიშვილი რექტორი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ხომ არ ნიშნავს ნოსტალგიას. ამიტომ ლოგიკურ დასკვნას სჭირდება გონივრული, სწორი წანამძღვრები და თქვენ სხვა რამეს ამბობთ. 90-იან წლებზე როგორ ამბობთ, როდესაც 90-იანი წლები მე მოვიხსენიე, როგორც პრობლემების სათავე. საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, რამდენად მართებული იყო გზავნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771092259

საზოგადოება

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...

მარიამ ჭანტურია

1771092106

საზოგადოება

პრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია

ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ...

ირაკლი კობახიძე

1771092040

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში

ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...

ირაკლი კობახიძე

1771091978

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები

ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...

გივი მიქანაძე

1771091627

საზოგადოება

მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო

კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...

გივი მიქანაძე