მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი

საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი.

ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს.

„აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის. ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ პერსპექტიულ საექსპორტო სექტორებს შორისაა, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ კომერციული კავშირების გაფართოებისა და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ტექსტში.

საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766407464

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვ...

მარიამ ქვრივიშვილ

1766406169

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში...

მარიამ ქვრივიშვილ

1766403718

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, იაგოდა ლაზარევიჩთ...

მარიამ ქვრივიშვილ

1766403426

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღის წესრიგში

„საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღ...

რატი იონათამიშვილი

1766400872

საზოგადოება

კახა კალაძე: როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია - ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას

„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატა...

კახა კალაძე