გიორგი ქართველიშვილი: ყოველივე ქართულზე შეტევა ხელოვნურად აგორებული პროცესია - საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - ამის შესახებ MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

ქართველიშვილის განცხადებით, ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მიზანმიმართული პროცესია. შემდეგ კი, ამ ყველაფრის აქტიურად განხილვა და ნორმალიზება ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად.

„როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს.

ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ იმ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომლების გარშემოც ქართველია ერია გაერთიანებული“,- აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785140032

საზოგადოება

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი...

პროკურატურა

1785137699

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცე...

ცესკოს თავმჯდომარე ა

1785137479

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსა...

საგამოძიებო სამსახურმა

1785136574

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1785136504

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...

 ქურდობა  ქურდობა