„იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“ - „იმედი“ ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 👇
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1771930251
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, - განაცხადა ჟურნალისტებთან...
1771929403
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი აჩვენა
ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა...
1771928480
საზოგადოებალევან მახაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს
ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ნაბიჯს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად აფასებს. „...
1771926383
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს
უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუ...
1771925548
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არს...



























