ზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი აჩვენა

ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

როგორც ქადაგიძე წერს, გასაკვირია, როცა საქართველოს მორალს უკითხავს ქვეყანა, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით უკრაინა ომისა და ნგრევისთვის გაიმეტა.

„როცა ომის გამღვივებლები მორალს გვიკითხავენ! ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“. დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა. ვინ გვიკითხავს მორალს? ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლის ღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს. მათთვის „დეზინფორმაცია“ ის სიმართლეა, რომელიც მათ ომის პოლიტიკას ამხელს.

P.S. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771931081

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, სასჯელს რომ მოიხდის, ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონის ბოლოდ...

ირაკლი ზარქუა

1771930569

საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში ირონიით პასუხობს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას ტელეკომპანია „POSTV“ ეხმიანება. არხმა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ირონიით უპასუხა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილებ...

POSTVPOSTV

1771930251

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, - განაცხადა ჟურნალისტებთან...

ლევან მაჭავარიანი

1771928980

საზოგადოება

„იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“ - „იმედი“ ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 👇 „როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვე...

იმედიიმედი

1771928480

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს

ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ნაბიჯს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად აფასებს. „...

ლევან მახაშვილი