მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს აქვს საუკეთესო ურთიერთობები და თანამშრომლობენ ძალიან ბევრი მიმართულებით.

„ვულოცავთ მათ არჩევნებში გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს ეს გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სტაბილურობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და ჩვენი ურთიერთობების სტაბილურად განვითარება.

საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის იმ საკითხებზე, რა საკითხებიც აქტიურად დგას სომხეთის დღის წესრიგში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, ევროკავშირთან ურთიერთობები. ეს არის სომხეთის ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კოორდინაცია და ურთიერთობები, სწორედ ამ ურთიერთობების კონტექსტში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სჭირდება საქართველოსა და სომხეთს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე