პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დასტურდება ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა მათ შორის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, კორუფციის სიმცირე.

„მეორე მიმართულება რომ ავიღოთ - ეკონომიკა, აქაც მარტივად ციფრებით დასტურდება, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით, ამ კონკრეტულ ქვეყნებს. არის ბევრი სხვა პარამეტრი, მაგალითად საზოგადოების განწყობა ევროინტერგაციის მიმართ, რომ შევადაროთ საქართველო და მოლდოვა, აქაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, რაც არის დაკავშირებული დემოკრატიის მდგომარეობასთან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. არჩევნებით რომ დავიწყოთ, უკრაინაში საერთოდ არ ტარდება არჩევნები. გასაგებია, ომია და ამით შეიძლება გამართლება მოუძებნო ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს დემოკრატიული პროცესი საერთოდ არ წარიმართება უკრაინაში. დავანებოთ თავი უკრაინას, სადაც ომია და ავიღოთ მოლდოვა, სადაც, ყველამ ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყველა ვიცით მაგალითად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვაში მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუჭერია მხარი არჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა დიასპორის ხმების ხარჯზე, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გამოცხადდა პირველი ტურში არჩეულად. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, იქაც ძალიან დიდი სიმწირეა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - ჩვენთან დაკავშირებით იცით, რომ მთელი აჟოტაჟია შექმნილი, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანო სარჩელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რა ვითარებაა ამ კუთხით, როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, სადაც პირდაპირ, უკრაინაში აიკრძალა 11 პოლიტიკური პარტია და ამასთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება 2023 წელს, 2 პარტიას უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ, 2025 წელს აუკრძალეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. არავითარი რეაქციები ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს, პოლიტიკურ პროცესს, ამ კუთხით უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ხსნის ამას ომით, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, მოლდოვაში ომი არ არის, მაგრამ აქაც არის უმძიმესი ვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოში არის მედიის სრული თავისუფლება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, უმძიმესი მდგომარეობაა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია, შეუწყდა მაუწყებლობა. მოლდოვაში 12 წამყვან არხს გაუუქმდა, შეუჩერდა ლიცენზია და ვეღარ მაუწყებლობენ. მოლდოვაში დარჩა სახელმწიფო ტელევიზია 1, ჰქვია ფორმალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე-2 - სახელმწიფო ტელევიზია 2. ეს არის მოლდოვაში მედიაპლურალიზმის მდგომარება. თქვენ გსმენიათ სადმე ამასთან დაკავშირებით კრიტიკა? ვინმე დაუსანქცირებიათ იმის გამო, რომ 12 ტელევიზია გააუქმეს მოლდოვაში ან 105 ტელევიზია უკრაინაში? უკრაინაში ამას ამართლებენ ომით. მოლდოვაში არ არის ომი. 12 ტელევიზია დაიხურა, სახელმწიფო ტელევიზია 1, სახელმწიფო ტელევიზია 2 - ეს არის მედიაპლურალიზმის მდგომარეობა მოლდოვაში. იცით, ჩვენთან რა აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკოსის დაჭერას, დაკავებას, დაპატიმრებას და ა.შ. იცით, რა ხდება ამ კუთხით უკრაინაში და მოლდოვაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე

1780944468

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...

მაკა ბოჭორიშვილი

1780942799

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული

ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...

მაკა ბოჭორიშვილი

1780942146

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლე...

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

1780941071

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც ბოჭორიშვ...

მაკა ბოჭორიშვილი