ირაკლი კირცხალია: პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება - ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა ექნებათ.
„მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება. ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი წლიური მოხსენებით. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე. ინტერპელაციის საკითხი შეეხება მიგრაციის თემას. ძალიან მნიშვნელოვან თემას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ - მთელს მსოფლიოში, ძალიან დიდ გამოწვევას, რასაც მიგრაცია წარმოადგენს.
გადავწყვიტეთ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, რომ გაგვეგზავნა რამდენიმე კითხვა, კერძოდ, 7 ძირითად მიმართულებაზე პრემიერ-მინისტრთან კითხვები გაგზავნილია, რაზეც ისაუბრებს ბატონი ირაკლი ოთხშაბათს, ინტერპელაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა ამ თემის ირგვლივ, რადგან როგორც ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის ის მუდმივი მანიპულაციები, ის მუდმივი კონსპირაციის თეორიები, ის მუდმივი სიცრუე ყველა თემის ირგვლივ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი იყო სტატისტიკა, თუ რა ვითარებაა ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგრაციის კუთხით.
1771257259
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრ...
1771254497
საზოგადოებაიურაი ბლანარი: სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს
სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ მ...
1771253220
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შს მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას
შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა...
1771252641
საზოგადოებასლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, რომ მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა
საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მ...
1771251335
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე: ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია და ცნობილი. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს
ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...



























