ირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა „დიფ სთიეთს", რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი USAID-ი აფინანსებდა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან გამოყოფილი თანხები მიდიოდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც „დიფ სთეითს“ ჰქონდა სურვილი, რომ აღნიშნული ქვეყნები ექცია პროქსი სახელმწიფოებად.
„დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის, USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ყველა იმ ქვეყანაში სადაც „დიფ სთეითს“ სურვილი ჰქონდა, ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელი ქვეყანაც მათ უნდოდათ რომ ექციათ პროქსი სახელმწიფოდ.
დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამხელდით მანამდე, სანამ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები დაიკავებდნენ ოვალურ კაბინეტს აშშ-ში. დადასტურდა ის, რის გამოც დაიკეტა ის ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში იყვნენ იმ არაპროფილური თანხების ხარჯვასთან, პირდაპირ იმ თანხების გამოყოფასთან, რომელიც ემსახურებოდა ხაზგასმით სასურველ პროქსი სახელმწიფოში რეჟიმის ცვლილებას, თუ გადატრიალების მოწყობას, თუ სასურველი ხელისუფლების მოყვანას.
ყველაზე მთავარი დადასტურდა ის მძიმე მემკვიდრეობა არამხოლოდ მსოფლიოს მიმართ, არამედ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელზეც უკვე ღიად მიდის საუბარი, თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1771257590
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა
იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვე...
1771257548
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში
განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში, იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე, მოველით, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში, - განაცხადა საქართვ...
1771257259
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრ...
1771254497
საზოგადოებაიურაი ბლანარი: სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს
სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ მ...
1771253220
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შს მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას
შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა...



























