დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ყურადღება ქვეყანაში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.
„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ვეტერინარიის დარგის განვითარების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეტერინარიის სფეროში ტექნიკური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ვეტერინარიის პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობის საკითხს. მისი თქმით, დარგის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროფესიული განათლების ხარისხზე და ვეტერინარიის სფეროსადმი ინტერესის ზრდაზე.
ემანუელ სუბეირანის განცხადებით, საქართველოს პროგრესი ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით თვალსაჩინოა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს და გააღრმაოს თანამშრომლობა ქვეყანაში ვეტერინარიის დარგის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH), რომელიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას გლობალურ დონეზე უწევს კოორდინაციას, 1924 წელს დაარსდა და დღეისთვის მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ცხოველთა დაავადებების პრევენცია, კონტროლი და მათი გავრცელების შეზღუდვა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც სურსათის უვნებლობას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი, ლაშა დოლიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1777302317
საზოგადოებასადღობელაშვილი: მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი თქმით, უამრ...
1777299802
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა
გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა. „მ...
1777298851
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურ...
1777298134
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობი...
1777297873
ახალი ამბებიმათიკაშვილი: აშშ დღეს საუბრობს იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, ჩაერიონ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არჩევნებში
„ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმას, რაზედაც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩ...



























