ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე
3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს.
„ჩვენ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გვქონდა კონსულტაციები იურიდიული მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 23 საგანი გამოვიდა ძირითადი, რაც უნდა გაიაროს სტუდენტმა და ამის მიღმა რჩება შესაძლებლობა, რომ დამატებით არჩევითი 10-მდე საგანი აიღოს, რომელსაც გაივლის და ამით სპეციალიზაციას უზრუნველყოფს. რეალურად, სავსებით საკმარისია სამი წელი იმისათვის, რომ ამ საბაკალავრო, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება. კონკრეტული ამოცანები უნდა ჰქონდეს მაგისტრატურასაც, აკადემიური წერა და სხვა უნარების განვითარება. ამაზე უნდა იყოს აგებული მთლიანად ეს სისტემა.
3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია ყველა მიმართულებით, ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი. როდესაც 4+2-დან გადადიხარ 3+1-ზე ამით 25%-ით უზრუნველყოფ ხარჯების ეკონომიას, რესურსები სხვანაირად შეგიძლია გადაანაწილო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, დაახლოებით 30 ათასი სტუდენტი აბარებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. 30 ათასით მეტი დაემატება შრომით ბაზარს, რაც ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ბევრი მიმართულება გვაქვს ჩვენ, სადაც დღეს არის კადრების დეფიციტი. ჩათვალეთ, რომ 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































