ირაკლი კობახიძე: უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანა, საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ზუსტად ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში

ყველა თანხმდება, რომ დღეს უმაღლესი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, სტანდარტებს, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანა, საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ზუსტად ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აბსოლუტურად რეალური და შესაძლებელია.

პრემიერმა განათლების რეფორმის კონცეფციის იმ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას გულისხმობს და აღნიშნა, რომ დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს.

„ისედაც დატვირთულია ქვეყნის დედაქალაქი, რაც ბევრი კუთხით არის პრობლემა და მიგრაციის პროცესი ასევე ბუნებრივია. წლიდან წლამდე იზრდება დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა. 34%-მდე არის გაზრდილი დედაქალაქის მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, არსებული საუნივერსიტეტო სისტემაც ახალისებს ამგვარ მიგრაციას. სტუდენტი ჩამოდის თბილისში, აქ არის დასაქმების მეტი პერსპექტივა შექმნილი დღევანდელ დღეს და რჩება თბილისში. ამ დროს შესაძლებელია, განათლების სისტემის დეკონცენტრაციითაც შევუწყოთ ხელი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მთლიანობაში სისტემისთვის არის ეს საინტერესო, მათ შორის იმისთვის, რომ განვითარდეს სხვა დიდი ქალაქები.

პირველ რიგში ეს ეხება ქუთაისს და რუსთავს, რომლებიც გვინდა, დავტვირთოთ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები და ამასთან ერთად, ლოგიკურად, როდესაც განვითარდება ინფრასტრუქტურა შესაბამის ქალაქებში, გაჩნდება ახლი სტიმული დასაქმების ხელშეწყობისთვისაც, ახალი სამუშაო ადგილები და ეს გამოიწვევს კომპლექსურ ცვლილებებს. ახალი ფუნქცია უნდა შევძინოთ ჩვენ შესაბამის ქალაქებს და რეგიონებს. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავს და ქუთაისს, ჩვენ გვაქვს ასევე ხუთი რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბათუმი, ახალციხე, გორი, თელავი და ზუგდიდი. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ამ უნივერსიტეტებსაც გავუძლიეროთ ინფრასტრუქტურა და რესურსები. მათ შორის აქ იგულისხმება ის, რომ მეტი სტუდენტის მიღება უნდა შეძლონ ამ უნივერსიტეტებმა.

აქცენტი გაკეთდება პედაგოგიურ და აგრარულ მიმართულებაზე, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები. ეს შესაბამისად გამოიწვევს დეკონცენტრაციას, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც არის სახელმწიფოს ერთ-ერთი კონსტიტუციური ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760645525

საზოგადოება

პრემიერი: უზარმაზარი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას

აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმ...

ირაკლი კობახიძე

1760644490

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1760644456

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას

სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვი...

ირაკლი კობახიძე

1760643838

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1760643598

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, არაფერია სასპეკულაციო, საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე