ირაკლი კობახიძე: როდესაც ვასუსტებთ აგენტურას, ეს ნიშნავს ავტომატურად არა მარტო საშინაო, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც, როგორც კი თავს დაუხრი უსამართლობას, მაშინვე ბოლომდე გადაგივლიან, ამიტომ არ ვაპირებთ თავის დახრას

ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც კი დაინახავენ „დიფ სთეითი“ და მის კონტროლქვეშ მოქმედი ევროპული ბიუროკრატია, რომ აქ ვეღარ არყევენ სიტუაციას და ვეღარ ახერხებენ ვერავითარი ფორმით კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას, მაშინვე დაიწყება საუბარი.

„ეს ასევე დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე დაინტერესების ცვლილებაზე, მაგრამ ნებისმიერი გამარჯვება მართალ ბრძოლაში განაპირობებს პოზიციების გაძლიერებას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება პოზიციების გაძლიერება და როდესაც ვასუსტებთ აგენტურას, ეს ნიშნავს ავტომატურად ჩვენი არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც და მეტ პატივისცემას სახელმწიფოს მიმართ. როგორც კი თავს დაუხრი უსამართლობას, მაშინვე ბოლომდე გადაგივლიან და გადაგთელავენ. ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა ეროვნული ინტერესების დასაცავად არის ბოლომდე ბრძოლა. არც ერთი წუთი არ უნდა შეჩერდე ამ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ ვესტუმრეთ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს და მუდმივად უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავას სიტყვები - ერთი დღე არ შეიძლება, შეაჩერო ბრძოლა თავისუფლებისთვის. ერთი დღე თუ გაჩერდები, შენი თავისუფლებიდან და დამოუკიდებლობიდან არ დარჩება არაფერი. ამიტომ, არც ერთი დღით არ ვაპირებთ თავის დახრას. ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788675918

მსოფლიო

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...

​უიტკოფისა და კუშნერი

1788674447

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...

ამინდი ამინდი

1788641260

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...

ირანის ისლამური რევოლუცი

1788640783

მსოფლიო

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...

ევროკავშირი

1788637346

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის

„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...

ირაკლი ქადაგიშვილი