პრემიერი: როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც დღეს, უკვე, 3 მოსმენით მიიღო პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ამით შეწუხებულები არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც 50 კაცით კეტავენ ქუჩას და მათი პატრონები, თუმცა კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს და რაც მთავარია, ის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
„სცადეთ ფინეთში და ერთი წლის განმავლობაში 50 კაცით გადაკეტეთ ჰელსინკის ცენტრალური გამზირი, სცადეთ და ნახეთ, რა რეაქცია იქნება. როგორც ხდება ხოლმე ევროპის ქალაქებში, ან ცხენებით გადაგთელავენ, ან მძიმედ მოგხვდებათ რაიმე მძიმე საგანი, ხელკეტით დაწყებული, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით, ამუნიციით დამთავრებული. ვინ გადაგაკეტვინებს ჰელსინკიში 50 კაცით ერთი წლის განმავლობაში ქუჩას. ეს ხომ აბსურდია. რას ვაკეთებთ ჩვენ - თავიდან დადგინდა ჯარიმები, გაიზარდა ჯარიმები, რომლითაც უკმაყოფილო იყო არამარტო ოპოზიცია, არამედ მათი პატრონებიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ბოლომდე ეფექტური, ვიღაცისთვის იყო ეფექტური, ვიღაცისთვის - არა.
არიან ადამიანები, რომლებსაც 200 000 ლარი და მეტი აქვთ დაგროვილი ჯარიმებად, თუმცა არც შემოსავალი აქვთ, ვერც ამოიღებ და არ აინტერესებთ, მაინც კეტავენ ქუჩას. რადგან არაეფექტური იყო ფულადი სანქცია, ჩვენ გადავედით სხვა სანქციაზე, რაც ითვალისწინებს ჯერ ადმინისტრაციულ პატიმრობას და განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლისსამართლებრივ პატიმრობას, რაც, ბუნებრივია, უფრო ეფექტური იქნება. როცა 50 ადამიანი, გინდა 300 ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და როგორ შეიძლება, ამაზე თვალი დახუჭოს ხელისუფლებამ.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაზე, მათ წინაშე ვართ პასუხისმგებლები. ამაზე თვალს ვერ დახუჭავს ხელისუფლება, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც მიიღო დღეს უკვე 3 მოსმენით პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ამაზე შეწუხებულები არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც 50 კაცით კეტავენ ქუჩას, ასევე მათი პატრონები, თუმცა ამას არავითარი ალტერნატივა არ აქვს და რაც მთავარია, არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში,“- განაცხადა პრემიერმა.
1763210237
ახალი ამბებიკახა კალაძე: შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და ეს გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე
გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკ-ნიუსი შესთავაზა. კერძოდ, „ტვ პირველი“, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერიამ, აფრიკ...
1763208592
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....
1763207131
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“
„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...
1763204211
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...
1763201844
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...































