ირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის
ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტში ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, შესაბამისად, პროფესორების კვალიფიკაციაც თანაბარი უნდა იყოს ყველგან.
„დღეს სხვა ვითარება გვაქვს. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო უნივერსიტეტები, მაგრამ ერთ უნივერსიტეტში პროფესორების კვალიფიკაცია არის გარკვეული დონის, მეორეში არის ამაზე დაბალი, მესამეში ამაზე დაბალი და მეოთხეში ამაზე დაბალი, თბილისშიც კი, რეალურად ასეა. ამ დროს სახელმწიფო არის პასუხისმგებელი მის მიერ გაცემული დიპლომის ხარისხზე. ხარისხში იგულისხმება, რომ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორმა უნდა გასწავლოს, სხვანაირად მაღალი ხარისხის განათლებას ვერ მიიღებ. სახელმძღვანელოები უნდა გქონდეს, სასწავლო პროგრამას უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტი და ა.შ. არაფერი არ არის დღეს უზრუნველყოფილი, მათ შორის რეგიონული კუთხითაც. რეგიონებში არის ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი ხარისხის განათლება უზრუნველყოფილი, ვიდრე დავუშვათ დედაქალაქში მოქმედ რომელიმე უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე. ამ დროს სტანდარტი რა არის, მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ. გერმანიაში არის უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ ქალაქში არის სტანდარტულად ერთი უნივერსიტეტი, გამონაკლისია ბერლინი. ისტორიიდან გამომდინარე, ორი უნივერსიტეტია, სხვა ყველგან არის ერთი უნივერსიტეტი. გარკვეული მეტ-ნაკლებობა ყველგან არის, მაგრამ ყველა უნივერსიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 უნივერსიტეტი მაინც არის, ყველგან არის უზრუნველყოფილი თანაბარი ხარისხის განათლება. რაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმას აკეთებს. გინდა, მიუნხენში ისწავლე და გინდა ლიუბეკში, მნიშვნელობა არ აქვს, ხარისხი არის მეტ-ნაკლებად ერთი. ეს უნდა უზრუნველვყოთ.
თუ ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. ასმაგი სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხებს შორის დღევანდელი მოცემულობით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ზოგან ორმაგი, ზოგან სამმაგი და ა.შ. უნდა მოხდეს ხარისხის გათანაბრება, კვალიფიკაციაც პროფესორების უნდა იყოს თანაბარი, პროგრამები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის, სახელმძღვანელოები და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































