მარიამ ქვრივიშვილი: ხაზარაძე, რომელმაც წლების წინ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოსთხოვა, დღეს ჩვენ „იგლ ჰილსის“ პროექტზე არასაჯაროობაში გვადანაშაულებს

„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში დღეს სახელმწიფოს არასაჯაროობაში ბრალს დებენ ის ადამიანები, რომლებმაც, წლების წინ, როცა ბიზნესსექტორს წარმოადგენდნენ, თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, მაგალითად, ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება - გავიხსენოთ, როდესაც ანაკლიის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოსთან, ბატონმა ხაზარაძემ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და დღეს ეს ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს ამ კონტრაქტის თითქმის ყველა ფუნდამენტურ კომპონენტზე.

„იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ყველგან ასეა და ჩვენ ქვეყანაშიც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ყველა გამოსვლაში ძალიან ღიად საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და მის ძირითად დეტალებზე.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ შეიძლება იყოს კითხვები და ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამ კითხვებზე გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ. არსებობს კომერციული ნიუანსები ინვესტორის მხარეს, რაზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას. ამასთანავე, მზად ვართ, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას გაუჩნდება, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ პასუხი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე

1763406175

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...

ირაკლი კობახიძე