შალვა პაპუაშვილი: ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა

ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის კრიტიკის პასუხად ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს საქართველოსთვის ბოლო პერიოდში ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ყველა რისკი გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებულ იქნა. დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა მათ შორის ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი ხელქვეითი პარტიების, თუ „ენჯეოების“ ხელით და სად ვიქნებოდით დღეს ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო. იქ ვიქნებოდით სადაც უკრაინაა, სადაც არც მშვიდობა შეუძლიათ და ომი - ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

რაც შეეხება ამერიკის და ევროკავშირის ურთიერთობას, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ახალი როლი აქვს - ღიად, ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს, თუ პოლიტიკურ ლიდერებს. [ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირს] უთხრა, რომ სინამდვილეში ამ ევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შეზღუდვის, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ. ისინი ასცდნენ საკუთარ თავს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას რომელსაც ასეთი აცდენილი არიან. შედეგიც უთხრა ახალმა ადმინისტრაციამ რა იქნება - ესაა ევროპული იდენტობის დაკარგვა, ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772519655

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. „გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მ...

ააა

1772518430

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს

ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებ...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1772516175

ახალი ამბები

ვოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა

არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის გამ...

 გია ვოლსკი

1772514919

ახალი ამბები

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო...

„ლიბერთი ბანკის“

1772514433

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი პროგნოზი