ირაკლი კობახიძე დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, სადაც სიტყვით ირაკლი კობახიძე გამოვა.
გამოფენაზე, რომელშიც ორმოცამდე ქართული კომპანია მონაწილეობს, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, ხელი მოეწერა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს.
დელეგაციის წევრები ხაზს უსვამენ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
„პრემიერებმა ისაუბრეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ორივე ასპექტი. მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმებს. ამ მემორანდუმების ხელმოწერის შემდეგ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ასევე, დღეს ქართული დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც არის ქართული პავილიონი. რასაკვირველია, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის, ქართული ბიზნესისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
1786348411
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...
1786346456
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...































