გეკა გელაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებული სამართალდამცველები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, დაშავებული
სამართალდამცველები მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.
„გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების
განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.
მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო – პროპორციული ძალა საკმაოდ მაღალი სტანდარტით იქნა გამოყენებული.
მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, - განაცხადა გეკა გელაძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
1759659764
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის
გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრ...
1759659592
საზოგადოებამოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს
მოქალაქე, რომლის ახლად გახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. „მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლად გახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენე...
1759658574
საზოგადოებაThe Islander: კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად აქვს უფლება აირჩიოს კურსი, რომელიც თავისუფალია მარიონეტებისა და სოროსის მისიონერებისგან
ახალი ამბების ირლანდიური პორტალი The Islander-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იცავს არა მხოლოდ საკუთარ მთავრობას, არამედ პრინციპს, რომლის თანახმადაც სუვერენულ ერს თავად ა...
1759657392
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თქვენ, როგორც მოგეხსენებათ, უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება“, - გ...
1759656564
საზოგადოებაგია გაჩეჩილაძე: საქართველოს მოსახლეობამ მშვენივრად გააანალიზა რა ბრძოლა მიდის, რა დემოკრატიული შეფუთვის ქვეშ. ეს ბრძოლა მიდის მეორედ ამ საუკუნეში სოროსის და მის უკან მდგომი ადამიანების იდეოლოგიასთან
მინდა საქართველოს მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოითმინა ის ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვუყურებთ ლიდერების შეგროვების პროცესს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გ...