ირაკლი კობახიძე: რასაც ალამაზებს ჩვენი ხელისუფლება, იმას ანგრევს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს იყო ძალიან სიმბოლური გამოხატულება იმ პროცესებისა, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში

განსაკუთრებით დასანანი იყო ის, რომ ეს მოვლენები განვითარდა თბილისის ერთ-ერთ საამაყო, ახლად რეაბილიტირებულ უბანში. თქვენ იცით, რომ გამორჩეულად ლამაზია თბილისის ეს უბანი, მის კიდევ უფრო მეტად გალამაზებაზე თავის დროზე იზრუნა დედაქალაქის მერიამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„რასაც ალამაზებს ჩვენი ხელისუფლება, იმას ანგრევს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს იყო ძალიან სიმბოლური გამოხატულება იმ პროცესებისა, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ საერთოდ არ შესტკივათ ამ ადამიანებს გული არც ქვეყანაზე, არც ქალაქზე, არაფერზე, პირიქით. ეს ექსტრემისტები, რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებას ძალადობასთან დაკავშირებით, რომლებიც შავ ფულს იღებენ, რეალურად აცნობიერებენ რა საქმეშიც არიან შესული. მათ, ამ ე.წ. აკაცუკებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა პროცესებში არიან შესული, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არ აქვთ არავითარი გრძნობები საკუთარი ქვეყნის და ქალაქის მიმართ, სჩადიან ამ ყველაფერს. რაც ააშენა და გაალამაზა ხელისუფლებამ, ის დაანგრიეს და დაწვეს. ეს არის მათი ნამდვილი სახე.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქის მიმართ, საბოლოოდ გავანეიტრალოთ ეს სამარცხვინო სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ყველა კანონისმიერი ზომა იქნება უმკაცრესად გამოყენებული. არ შეიძლება 100 და 150 უცხოელი აგენტი ძალადობდეს ჩვენს მილიონობით თანამოქალაქეზე. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, შესაბამისად სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულს, ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე თვის წინ, შესაბამისად არავის ვურჩევთ დაუპირისპირდეს ამ სახელმწიფოს. ყველა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება კანონის დარღვევას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის მიმართ სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759650074

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია

„ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავ...

ირაკლი კობახიძე

1759650023

საზოგადოება

პრემიერი: უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა

„საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ...

ირაკლი კობახიძე

1759648631

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლის

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლ...

შალვა პაპუაშვილი

1759648395

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია - ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ძალადობრივ აქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუ...

თეა წულუკიანი

1759647401

ახალი ამბები

შსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე და...

რუსლან შამახია