ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა - აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ქვათაცვენის პროცესი ვითარდება, რადგან კომპლექსი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ქვათაცვენის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დამცავი ბადეებია დამონტაჟებული. ტერიტორია სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მიმდინარე წელს, ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა.

დღეისათვის, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ არსებული ვითარება აღწერილი და შესწავლილია სააგენტოს წარმომადგენლების და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ. მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგენილია, რომ განმეორებითი ქვათაცვენის საფრთხე მინიმალურია, შესაბამისად უახლოეს დღეებში დაიწყება ჩამოშლილი მასალის გამოტანა, დამცავი ბადეების მონტაჟი და დაზიანებული მოაჯირების აღდგენა. სამუშაოების დასრულებისთანავე, ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება.

აღსანიშნავია, რომ ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად ნებისმიერი ჩარევა/ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ წინასწარ ჩატარებული სპეციალური კვლევებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789134848

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთ...

შალვა პაპუაშვილი

1789134557

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძ...

ცესკოს თავმჯდომარე

1789132157

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6101 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ზოგადი

1789131746

საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოის...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1789129637

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე, ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან, მათ არანაირი მორალური შეზღუდვა არ აქვთ

„როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდო...

ნიკოლოზ სამხარაძე