რევაზ ნადარაია: საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს! - საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 105 წლის იუბილეს!

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს სახელმწიფოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ-პოლიტიკური აქტი - პირველი კონსტიტუცია მიიღო.

კონსტიტუცია შექმნეს ქართველმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა უცხოელთა ჩართულობის გარეშე, რაც საკონსტიტუციო თვითშემოქმედების პროცესში ეროვნული სამართლებრივი ინტელექტუალიზმის სიმწიფეზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კონსტიტუცია არ ამკვიდრებს საკონსტიტუციო კონტროლის არცერთ მოდელს, ის მკაფიოდ ადგენს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, რაც განპირობებული იყო იმ ეპოქაში აღიარებული დოქტრინით - პარლამენტის უზენაესობის კონცეპტით, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის ნორმატიული პრიმატი სასამართლო კონტროლის მექანიზმის გარეშე უნდა არსებულიყო. კონსტიტუციის ამ ნორმას სახელგანთქმულმა გერმანელმა იურისტმა პეტერ ჰებერლემ თავის ერთ-ერთ ნაშრომში „სენსაციური დებულება“ უწოდა.

პირველმა კონსტიტუციამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირებულებითი ორიენტირისა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მან მყარი საფუძველი შეუქმნა სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და აზროვნებას, უწინარეს ყოვლისა, კონსტიტუციური კულტურის განვითარებას.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში, ყველა ძირითად სამართლებრივ აქტში, გაცხადებულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის ღირებულებითი და ნორმატიული მნიშვნელობა. ამ ყველაფერს განაპირობებდა ის გარემოებაც, რომ, ეპოქის კვალობაზე, პირველი კონსტიტუციის ტექსტი იყო დახვეწილი, გაჯერებული განმანათლებლებისა და კონსტიტუციონალიზმის იდეებით.

აი, თვალსაჩინო, თანმიმდევრული მაგალითები. საკონსტიტუციო კომისიის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 14 ნოემბრის დებულებაში ნათქვამია, რომ მომავალი კონსტიტუცია დაეფუძნებოდა საქართველოს პირველ კონსტიტუციას. 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში პირველ კონსტიტუციაზე აღნიშნულია, რომ ეს „კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა“. „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 6 ნოემბრის კანონის პრეამბულაშივე გაცხადდა, რომ საქართველოს მომავალი კონსტიტუცია დაეფუძნებოდა 1921 წლის კონსტიტუციის დებულებებს. ცოტა მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 16 თებერვლის დადგენილებით, შეიქმნა „1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემმუშავებელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია“, რომელსაც 1993 წლის 25 მარტის დადგენილებით, დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონცეფციის წარდგენა. საკონსტიტუციო კომისიის შესახებ 1993 წლის 25 მარტის დებულებით, კომისიის ამოცანად განისაზღვრა საქართველოს ისტორიული განვითარების გათვალისწინებით 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ 1993-1995 წლებში შედგენილი კონსტიტუციის პროექტების უმრავლესობა პრეამბულაშივე აცხადებს, რომ ისინი ემყარებიან 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად დებულებებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ნაწილში. მათ მიერ პროექტის სახით წარმოდგენილი იყო პირველი ქართული კონსტიტუციის მოდიფიცირებული, მისი ახალი ან განახლებული რედაქციები.

საბოლოოდ კი, 1921 წლის კონსტიტუციამ, მისმა პრინციპებმა უმაღლესი გამოხატულება პოვა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პრეამბულაში, რითაც დადასტურდა, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო საქართველოს პირველი რესპუბლიკის და მისი ძირითადი კანონის - კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეა!

საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი საზოგადოების საერთო კუთვნილება გახდა, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია!

კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველი ქართული კონსტიტუციის დღეს!" - წერს რევაზ ნადარაია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771620889

მსოფლიო

ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონტინენტი „ამოუცნობი“ გახდა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, როგორებიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკ...

დონალდ ტრამპი

1771619064

ახალი ამბები

ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!

„ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით, საჭირ...

დავით ჩიხელიძე

1771618472

ახალი ამბები

მერცი: რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აუტანელ ნაცისტურ პროპაგანდას აწარმოებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შტუტგარტში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა, იუწყება Deutsche Welle. მერცმა რუსეთი უკ...

 ფრიდრიხ მერცი

1771615557

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესებისთვის ალტერნატიულ ორგანოებს დაეყრდნობა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო, ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს ტარიფების დაწესების ალტერნატიული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შე...

ტრამპიტრამპი

1771613211

სპორტი

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულა. საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად...

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა