საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ცნობით, დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
1772880089
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები
იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულე...
1772879060
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ...
1772877698
მსოფლიოდუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა. ამავდროულად ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს არ გამოცხადდნენ ა...
1772875231
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად
ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“...
1772873646
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხ...



























