სოსიაშვილი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა.
მისი თქმით, ამგვარი განცხადებების ავტორები ნებისმიერ სიტუაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.
„ჩვენ მოვისმინეთ თინა ტაივანელის ბოდვა, რომელსაც გასავალი ნამდვილად აღარ აქვს, ის 2000-იან წლებშია ჩარჩენილი, როგორც ჩანს და ჰგონია, რომ თავისი ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით და სიყალბით შეცდომაში შეიყვანს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ის პირდაპირ სამიზნედ ხდის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომაც მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა.
ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ შემთხვევას ისინი იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ ომის გამოყენება, ჩათრევა სცადეს, ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ და როგორღაც მოხდეს აქ ტემპერატურის აწევა“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
1772877698
მსოფლიოდუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა
დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა. ამავდროულად ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს არ გამოცხადდნენ ა...
1772875231
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად
ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“...
1772873646
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხ...
1772872354
საზოგადოებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები...
1772872167
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ
უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული...



























