კახა კალაძე: მადლობას ვუხდი დედაქალაქის მთავრობის წევრებს, რადგან თბილისი რომ განვითარებულ ქალაქად იქცა, ამაში მათი დიდი წვლილია

ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება და არ მოხდება მთავრობის წევრების დამტკიცება. 2021 წელს მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა, ოთწლიანი პერიოდი ხვალ იწურება. პარასკევს, 31 ოქტომბერს საკრებულოში კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განავითარება. ალბათ ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლებში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის მთავრობის თითოეული წევრის წვლილი, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ასევე, მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ, თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თბილისელებს, განვახორციელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება. მომდევნო ოთხი წელი განსაკუთრებული იქნება, გაგრძელდება შრომა იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761642956

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას: თქვენი ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდანაა გაქცეული. თქვენმა პატრონებმა, ერთი წლის დაგვიანებით, სცენარში მაგ როლით განგისაზღვრათ ადგილი პარლამენტში

დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოხვედით პარლამენტში და ამ დაგვიანებას თავისი მიზეზი აქვს და არაერთხელ გვითქვამს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარი მათი პატრონებისგან, რომელში...

ირაკლი კირცხალი

1761642934

საზოგადოება

მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყი...

მაია ომიაძე

1761641113

საზოგადოება

ბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუკზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შ...

 ბაია პატარაია ბაია პატარაია

1761640303

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომ...

შალვა პაპუაშვილი

1761640266

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: გოგა ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი

ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმ...

დოროთე ყურაშვილი