კალაძე "ალტ-ინფოს" პარტიის აკრძალვაზე: კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა

"თუ რომელიმე პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს, შესაძლებელია, მათი აკრძალვის საკითხი განხილული იყოს", - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ განიხილავს მთავრობა „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს.

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს.

თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი.

ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა.

ამ ქვეყანაში ვინც შუღლს აღვივებას და დაპირისპირებას ხელს უწყობეს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.

ამავე თემაზე:

* ომბუდსმენი: მოვამზადეთ სარჩელი "ალტ-ინფოს" მიერ დაარსებული პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე