თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა

გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, უწყების მიერ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში გაწეული სამუშაოები წარმატებულია, რაც, მათ შორის, ტურიზმის სექტორის სტატისტიკაშიც აისახა.

ამასთან, თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილ იქნა ორი უმსხვილესი ავიაკომპანია - British Airways და Easyjet და თბილისსა და ლონდონს შორის ავიამიმოსვლა კვირაში ექვსი სიხშირით სრულდება.

„შესაბამისი შედეგებიც გვაქვს, 2026 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური იყო, დინამიურად მივდივართ ამ მიმართულებით - პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში დაახლოებით 46%-იანი მატება გვქონდა ტურისტული ვიზიტორების კუთხით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.

„ლონდონში შერჩეულ იქნა 46 პრესტიჟული ადგილი იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778246208

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...

შალვა პაპუაშვილი

1778245047

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. მაჭავარიანის თქმით...

	ლევან მაჭავარიანი

1778244295

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება

ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყვ...

მამუკა მდინარაძე

1778244015

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ

შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ...

 მამუკა მდინარაძე

1778243732

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგო...

პროკურატურა