ხაინდრავა: ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის - ეს ასეა, იქნება და გაგრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს
ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი, ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ. არაფერი არ გვესწავლება იმათგან, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვინც ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რუსთსვი 2“-ის ეთერში.
„ევროინტეგრაცია საქართველოსთვის არის ტრადიციული გზა და ეს გზა იწყება ფარსმან მეორე ქველისგან, რომელიც, თავის დროზე, რომში ჩავიდა და იქ, მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგეს. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია საქართველოს სწრაფვა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისკენ, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დღევანდელი, ქრისტიანული ევროპის დამფუძნებლები ვართ. არაფერი არ გვესწავლება იმათგან, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვინც ეს ევროპული ღირებულებები დააფუძნა საერთოდ.
სხვა საქმეა ევროკავშირი - ამ ორ ცნებას, დღეს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ევროპა ბევრად დიდია, ვიდრე ევროკავშირი, მაგალითად, ევროკავშირში არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია... ეს კავშირი სულ სხვა თემაა. ეს არის მკვდარი, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული ორგანიზაცია და ამას ჩვენ ვხედავთ არა ჩვენი ფაქტებით, არამედ რასაც თვითონ ლაპარაკობენ შიგნით, რა განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დასკვნაა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს ევროკავშირი.
ამიტომ, ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ. ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის - ეს ასეა, იქნება და გაგრძელდება, რადგან ეს იქიდან იღებს საწყისს, საიდანაც არსებობს საერთოდ ევროპა, რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
1771266068
სპორტისაქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 21 მედლით დაასრულა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეული საბრძოლო ხელოვნების ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს...
1771263482
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა „დიფ სთიეთს", რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებუ...
1771262663
მსოფლიოუნგრეთის ოპოზიციის ლიდერი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს არ დ...
1771261148
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება - ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ...
1771258889
საზოგადოებაიურაი ბლანარი: ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ საქართველოში არჩევნების შედეგებს
ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქარ...



























