„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზეც იმსჯელეს.
„საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
ხოლო, 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია გაიმართება მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტი, ინტერპელაციის წესით, რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმენს.
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას.
მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ექსტრემიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება, რითაც გაივლება მკაფიო ხაზი გამოხატვის თავისუფლებასა და ექსტრემიზმს შორის. დანაშაული დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1771266068
სპორტისაქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 21 მედლით დაასრულა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეული საბრძოლო ხელოვნების ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს...
1771263482
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა „დიფ სთიეთს", რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებუ...
1771262663
მსოფლიოუნგრეთის ოპოზიციის ლიდერი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს არ დ...
1771261148
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება - ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ...
1771258889
საზოგადოებაიურაი ბლანარი: ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ საქართველოში არჩევნების შედეგებს
ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქარ...



























