კიევში, ერთ-ერთი ქუჩისთვის ბუბა კიკაბიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

კიევში, პეჩერის რაიონში უნდათ ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელი გადაერქვას. შესაბამისი შინაარსის პეტიცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა.
პეტიციაში წერია, რომ კიკაბიძის სახელი უნდა დაერქვას ქუჩას, რომელიც ახლა რუსი მწერლის ნიკოლაი ლესკოვის სახელს ატარებს. კიკაბიძეს პეტიციაში გამოჩენილ ქართველ მსახიობად, მომღერლად და უკრაინის დიდ მეგობრად იხსენიებენ.
"ვახტანგ კიკაბიძე - ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსახიობმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო უარი თქვა რუსეთის "მეგობრობის" ორდენზე. კიკაბიძემ მოსკოვში საიუბილეო კონცერტები გააუქმა და განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ქმედებების შემდეგ ჯილდოებს ვერ მიიღებს და კონცერტებს ვერ ჩაატარებს. მას შემდეგ იგი რუსეთში აღარ ყოფილა.
მან 2014 წელს უკრაინას მხარი დაუჭირა რუსეთთან დაპირისპირებაში. 2019 წელს კიკაბიძემ გამართა კონცერტები უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბეჟნი) - კონცერტები იყო მიძღვნილი რუსი ბოევიკებისგან გათავისუფლების მე-5 წლისთავს. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ", - წერია პეტიციის ტექსტში.
მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. იგი 19 იანვარს დაკრძალეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1750319314
საზოგადოებასაქსტატი: 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა
2025 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეად...
1750319213
საზოგადოებაგია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: 3-მა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა, შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და გასაღები ამოუცლიათ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1750318508
საზოგადოებაგია ანსიანი: გადავურეკე სატყეო სამმართველოს უფროსს, დავით ცინდელიანი ცუდად არის და ვერ მომყავს-მეთქი, პატარა პაუზა იყო და ტელეფონშიც ისმოდა, ვიღაც ეუბნებოდა, ფეხიც რომ ჰქონდეს მოტეხილი, უნდა წამოიყვანოსო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, რომლის ფარგლებში, სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო ნაწილის ხელმძღვანელს 2008 წლის აგვისტო...
1750318371
ახალი ამბებიგავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, თუმცა საელჩოს შენობა არ დაზიანებულა
დღეს, 19 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართვე...
1750316774
ახალი ამბები„სიმამრს ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. ოჯახის წ...