„კულტურის მინისტრი და დროში მოგზაურობა“ - ემიგრანტი ჟურნალისტის მოსაზრება

ლალი იმედაიშვილი, იტალიაში მყოფი ემიგრანტი ჟურნალისტი, კულტურის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. exclusivetv.ge-ს მკითხველს, იმედაიშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ.

„ქართული კულტურის ირგვლივ დიდი ვნებათაღელვაა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ვიმყოფები, ღრმად არ ვიცნობ პროცესებს, თუმცა ინტერნეტის ეპოქაში სულაც არ არის ძნელი წაიკითხო, გააანალიზო, შეაფასო მდგომარეობა და მეტ-ნაკლებად ობიექტური წარმოდგენები შეიქმნა.

კულტურის მინისტრი, დანიშვნის დღიდან, ბევრჯერ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში. რაც ხელისგულზე დევს და მას, როგორც მაღალჩინოსანს ნათლად ახასიათებს, არის ორი ფაქტორი:

1.მინისტრს დაუძლეველი სიძულვილი დაუგროვდა წინა ხელისუფლების მიმართ.

2. ის, როგორც სახელმწიფო მოხელე, ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართული თანამედროვეობის ყველაზე მონუმენტური ფიგურის ფენომენის დამკვიდრებას ქართულ რეალობაში. მაგალითად მისი "ფრთიანი" ფრაზებიც გამოდგება, "თქვი აბა, ბიძინას გაუმარჯოს" მიკროფონის ჩამორთმევისას რომ უთხრა ერთ რეგიონალურ რეპორტიორს. ისევე როგორც ზოგადად სახელმწიფოს, ქართულ კულტურასაც უამრავი პრობლემა და გამოწვევა დაუგროვდა.

საზოგადოება აქაც ორადაა გახლეჩილი, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები ურთიერთბრალდებებით არ იღლებიან, ამასობაში კი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, ეკლესიები და მიტოვებული მონასტრები უპატრონობით ნადგურდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, იშლება ლიტერატურული კონკურსები, უქმდება ძველი და ხელახლა არსდება ახალი პრემიები, ახლა უკვე სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი ავტორების დასაჯილდოებლად.

მეორე დღეა ახალი სკანდალი მომწიფდა. ლიტერატურის მუზეუმმა, რომლის დირექტორიც ლაშა ბაქრაძეა, დეკემბერში გამოსცა ელენე ბაქრაძის ლექსების კრებული. შეგახსენებთ, ელენე ბაქრაძე მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ, მოიაზრება პაოლო იაშვილის " დარიანული ციკლის" ლექსების ავტორად. წიგნში შეცდომით შეიტანეს ანა კალანდაძის ორი ლექსი. მომხდარის გამო, ლაშა ბაქრაძემ თავის ფეისბუკის კედელზე ბოდიშის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა და შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მოითხოვა.

დღეს კულტურის სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის წაკითხვის შემდეგ დროში ვიმოგზაურე და დაახლოებით 35 წლის წინანდელ "მეს" შევხვდი, მაგრამ სანამ ამაზე გიამბობთ, ჯერ ამონარიდებს გაგაცნობთ სამინისტროს განცხადებიდან.

"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. წიგნის შემადგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა."

ახალ სკოლა დამთავრებული ლანჩხუთის რაიონულ გამოცემა "კომუნისტურ შრომაში" ვმუშაობდი. რედაქციაში, დერეფნის ბოლოს იყო ერთი ოთახი, რომლის კარი ყოველთვის დაკეტილი იყო რკინის გისოსებით და ბოქლომით. ერთხელ, როდესაც თანამშრომლების უმეტესობა შესვენებაზე იყო გასული, აღმოვაჩინე რომ საიდუმლო ოთახის კარი ღია დარჩენიათ და შევედი. არქივში აღმოვჩნდი. ყველა კედელი თაროებით იყო დაფარული, თაროებზე კი გაზეთის ძველი გამოცემები ეწყო 1932 წლიდან.

ძალაუნებურად დავიწყე გაყვითლებული, მტვრიანი ფურცლების თვალიერება. თითქმის ყველა ნომერში იყო ტუშით გადაშლილი ფოტოები. ფოტოები ან მთლიანად იყო დაფარული ტუშის სქელი ფენით, ან მხოლოდ ისინი იყვნენ ამოშლილი, ვისაც საბჭოთა სახელმწიფო მტრად აცხადებდა. ერთი სული მქონდა გამეღწია დასმენის, მკვლელობების, ცილისწამების, განადგურების ქრონიკებად ქცეული სივრციდან და ვერ ვახერხებდი. მონუსხულივით ვფურცლავდი ძველ გაზეთებს და ვკითხულობდი შემზარავ განცხადებებს, წინადადებებს.საშინელი, დამთრგუნველი და გამანადგურებელი განცდა გამიჩნდა 17 წლის გამოუცდელ, ჟურნალისტიკაში ფეხის შედგმის სურვილის მქონე, ჯერ კიდევ ბავშვს. აი ეს ამბავი და დღე გამახსენა დღეს კულტურის სამინისტროს სრულიად ბოლშევიკური პათოსით შექმნილმა განცხადებამ.

ზუსტად ასე, "ხალხის სახელით" ესაუბრებოდა საბჭოთა ბოლშევიკური მთავრობა თავის მოქალაქეებს, ეძებდა და აღმოაჩენდა " მტრებს", "ასწორებდა" შეცდომებს და სჯიდა "დამნაშავეებს" . როგორ დაამთავრეს, კი გემახსოვრებათ.

P.S. სტატიაში გამოთქმულია მხოლოდ ჩემი, როგორც რიგითი ქართველის, სუბიექტური მოსაზრებები, რომლებიც ობიექტურმა რეალობამ წარმოშვა“, - წერს ლალი იმედაიშვილი თავის მოსაზრებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩემი თხოვნაა, ამ მინისტრის დანიშვნაც უბედურ შემთხვევად განიხილოთ“ - გია ხუხაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

🔵 ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი არის უბედური შემთხვევა

🔵 მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმიდან დათხოვნილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773914958

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...

სამების ტაძარი

1773913580

ახალი ამბები

ჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება

„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...

ლევან ჟორჟოლიანი

1773911789

საზოგადოება

საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას

საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ამის თაობაზე ვკითხულობთ იეზიდთა სა...

 იეზიდთა სასულიერო

1773911561

ახალი ამბები

კვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს

კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, -...

ილია მეორე

1773909987

ახალი ამბები

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტაძარი ღი...

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი