ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!

„ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევ, შეგახსენოთ, რას მოიცავდა 2006 წელს დაანონსებული კანონპროექტი“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, რითაც ნიკა გვარამიას მიმართავს.

ჩიხელიძე იხსენებს, რომ 2006 წლის ზემოხსენებული კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე, თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა, შესაძლოა, ციხეში აღმოჩენილიყო, ხოლო თავად გვარამია, რომელიც მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო, აცხადებდა, რომ „აღნიშნული კანონი შეიძლება შეეხოს ყველა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ლეგიტიმური პროცესების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გვარამია ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ მსგავსი რეგულაციები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებობდა, ხოლო დღეს მმართველი გუნდის დაახლოებით ამავე ტიპის ინიციატივას „რუსულს“ უწოდებს და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებს.

ჩიხელიძე გვარამიას მოუწოდებს, გაიხსენოს წარსული და არ გაბედოს არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა.

„იმ პერიოდში თქვენი ინიციატივა გულისხმობდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საჯაროდ, ან თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციისას ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებდა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა შეიძლებოდა თავისუფლების აღკვეთით დასრულებულიყო. უფრო მეტიც, მაშინ თქვენ ამ ინიციატივას ამართლებდით იმ არგუმენტით, რომ მსგავსი რეგულაციები არსებობდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; აცხადებდით, რომ ეს იყო დასავლური დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკა და რომ საქართველო სწორედ ამ სტანდარტს იზიარებდა. დღეს კი, როდესაც მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თქვენ ამავე ტიპის რეგულაციებს „რუსულს“ უწოდებთ და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებთ. როგორ უნდა გავიგოთ ეს ფერისცვალება? თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? სამართლებრივი ფილოსოფია, საერთაშორისო პრაქტიკა, თუ უბრალოდ პოლიტიკური პოზიცია? თქვენი პოზიციაა, რომ მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ თქვენ აღნიშნული კანონმდებლობის უპირველესი დამცველი იყავით. დღეს არავინ ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკას, თქვენი საკანონმდებლო ინიციატივისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლების აუგად მოხსენიებასაც კი კრძალავდა. ბატონო ნიკოლოზ, შეეშვით მეხსიერების შერჩევით მუშაობას, გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771607309

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანზე შეზღუდულ სამხედრო დარტყმას განიხილავს, რათა თეირანი დაარწმუნოს, ვაშინგტონის პირობებით ბირთვულ შეთანხმებას დათანხმდეს. რეპორტიორებმა ტრამპს კითხ...

ტრამპიტრამპი

1771604340

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭ...

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

1771603101

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771600742

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში - განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771598852

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული - უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს

დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული, ეს უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თენგიზ შარმანაშვილი