მერცი: რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აუტანელ ნაცისტურ პროპაგანდას აწარმოებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შტუტგარტში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა, იუწყება Deutsche Welle.

მერცმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის წარმოებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, თუ როგორ სისტემატურად აწარმოებს კრიმინალური რუსული რეჟიმი ომს ამ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, რუსეთი ასევე აწარმოებს ნაცისტურ პროპაგანდას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

„ამ ყველაფერს ემატება თითქმის აუტანელი ნაცისტური პროპაგანდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ხალხის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად იტანჯებოდა გერმანიისა და რუსეთის ტირანიისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

მან პირობა დადო, რომ გერმანია ამას მტკიცედ დაუპირისპირდება.

„ისტორია ერთ რამეს გვასწავლის: დამშვიდებას მშვიდობას არ მოაქვს. ის მხოლოდ ამხნევებს აგრესორს. ისინი, ვინც დღეს გულუბრყვილო პაციფიზმს მისდევენ, ხვალინდელი ომების ხელშემწყობები არიან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ევროპამ „ძალის ენაზე საუბარი“ უნდა ისწავლოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771607309

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანზე შეზღუდულ სამხედრო დარტყმას განიხილავს, რათა თეირანი დაარწმუნოს, ვაშინგტონის პირობებით ბირთვულ შეთანხმებას დათანხმდეს. რეპორტიორებმა ტრამპს კითხ...

ტრამპიტრამპი

1771604340

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭ...

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

1771603101

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771600742

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში - განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771598852

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული - უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს

დამერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ შავი ფული, ეს უცხოური, უკანონო ფული ქართულ პოლიტიკაშია არ აღმოჩნდეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თენგიზ შარმანაშვილი