შალვა პაპუაშვილი პირველი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.“ ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.

როგორც პაპუაშვილი წერს, სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია: ზოგან - ადამიანის უფლებები, ზოგან - ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან - სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

„ალბათ, არაფერი არ ასახავს ისე მკაფიოდ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას და მის წინაშე მდგომ ისტორიულ ამოცანას, როგორც მისი კონსტიტუციის პირველი მუხლი. ის მთავარი დებულება, სადაც აისახება, თუ რას ეფუძნება ქვეყანა და რა არის მისი არსებობის მთავარი აზრი.

აშშ-ის კონსტიტუცია სახელმწიფოს საფუძვლად ინსტიტუციურ წესრიგს აყენებს და პირველივე მუხლით კონგრესის "საკანონმდებლო ძალაუფლებას" განსაზღვრავს. საფრანგეთის კონსტიტუცია აცხადებს, რომ საფრანგეთი არის „განუყოფელი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა“, რითაც რესპუბლიკურ და სამოქალაქო იდენტობას უსვამს ხაზს. გერმანია, თავისი მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის პირველივე მუხლს იწყებს სიტყვებით "ადამიანის ღირსება ხელშეუვალია" და მის დაცვას სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად აქცევს. იტალიის კონსტიტუცია კი „შრომაზე დაფუძნებულ“ რესპუბლიკას აცხადებს, რაც სოციალური სახელმწიფოს იდეას გამოხატავს.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.“

ამ ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ის ისტორიული ამოცანა, რომელიც ქართველი ერის წინაშე საუკუნეების განმავლობაში იდგა - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება.

სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია: ზოგან - ადამიანის უფლებები, ზოგან - ხალხის სუვერენიტეტი, ზოგან - სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ან ინსტიტუციური მოწყობა. საქართველოს შემთხვევაში კი განმსაზღვრელი სიტყვებია - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. სამართლებრივ ნორმასთან ერთად ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ხატოვნად გადმოსცა - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

ეს იდეა გაგრძელდა და გამყარდა 1995 წლის კონსტიტუციაშიც, რომლის პირველი მუხლი კვლავ სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ერთიანობას ეხება.

გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს. დღეს, რომელიც გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა სწორედ სუვერენიტეტიდან იწყება“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771618472

ახალი ამბები

მერცი: რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აუტანელ ნაცისტურ პროპაგანდას აწარმოებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შტუტგარტში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა, იუწყება Deutsche Welle. მერცმა რუსეთი უკ...

 ფრიდრიხ მერცი

1771615557

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესებისთვის ალტერნატიულ ორგანოებს დაეყრდნობა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო, ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს ტარიფების დაწესების ალტერნატიული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შე...

ტრამპიტრამპი

1771613211

სპორტი

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულა. საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად...

საქართველომ ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

1771610958

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზ...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1771609048

ახალი ამბები

სუსი: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური