ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში

თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების გაფიცვას აანონსებს, ხოლო მეორე - ყოველ საღამოს სანქცირებული აქციების მოწყობას, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს, რათა ცხადი გახდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე.
„ელისაშვილის სიტყვებია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არის, რომ ბატონი კუპრაძე თურმე იმიტომ უნდა გახდეს თბილისის მერი, რომლის თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში. თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდებაო, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, გაიფიცება მთელი მუნიციპალური სამსახურები, აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად მე რომ ამირჩევთ, სანქცირებული აქციები მოეწყობა ყოველ საღამოს ქუჩაშიო. ე.ი. მე რომ მერად ამირჩევთ, ყოველ დღე იქნება აქციები და მერიის არც ერთი სამსახური არ იმუშავებსო - წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა შეაფასონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1758657664
საზოგადოებამაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...
1758656086
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...
1758653551
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას
„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...
1758652553
სპორტიგიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...
1758651450
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...