ლევან მაჭავარიანი: „ლელოს“ ისრები გადმოაქვს „ქართულ ოცნებაზე“, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაცნაირად აუხსნან, თუ რატომ ტოვებენ პარტიას მათი წევრები. თუ მათი წევრები ფულზე იყიდებიან, ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა

„ლელოს“ ისრები გადმოაქვს „ქართულ ოცნებაზე“, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაცნაირად აუხსნან, თუ რატომ ტოვებენ პარტიას მათი წევრები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
დეპუტატი ირაკლი კუპრაძის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ლელოს" მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობისა და მუქარის მცდელობებს.
„ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ რა მძიმე დღეში არიან ისინი. მათ პარტიას ტოვებენ ადამიანები და შესაბამისად, თავიანთ ამომრჩეველს, ვინც შერჩათ რაღაცნაირად ხომ უნდა აუხსნან ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ისრები გადმოაქვთ „ქართულ ოცნებაზე" და აბსოლუტურად უაპელაციოდ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთ სიტყვებს აბრახუნებენ და თან ხაზს უსვამენ, რომ მოსყიდვაო. მე არ ვიცი, თუ მათი პარტია ისეა დაკომპლექტებული, რომ მათი წევრები ფულზე იყიდებიან, ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა და ეგეც არ არის რეალობას აცდენილი, თუმცა ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი და მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით, რომელიც არის ის, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია სრულყოფილად ჩავატაროთ და ფაქტობრივად არ ვტოვებთ მოქალაქეს, რომელსაც არ ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური მდგენელი ნაკლებად შედის. „უფრო, კომუნალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხებია და „ქართული ოცნების" გეგმაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა დეპუტატმა.
1758657664
საზოგადოებამაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...
1758656086
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...
1758653551
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას
„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...
1758652553
სპორტიგიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...
1758651450
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...