ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების წარმომადგენლობა საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში

ერთადერთი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ვერ ლაგდება ურთიერთობები ევრობიუროკრატებთან. უკრაინაში სანამ ომი დაიწყებოდა, იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩვენზე ზეწოლა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ უკრაინისთვის არ გააკეთა არის „ომში ჩაბმა“, რომელიც არის პროქსი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მისივე თქმით, უკრაინა მარიონეტ სახელმწიფოდ გამოიყენეს, „ქართულმა ოცნებამ“ კი გარე ძალებს საქართველოში იმავეს გაკეთების საშუალება არ მისცა.
„სწორედ ამიტომ სურთ რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის აგენტები, რომელთა „რებრენდიგსაც აწარმოებენ, ვინაიდან ისინი მათ დაკვეთას ნებისმიერ დროს შეასრულებენ, სულ რომ დღის წესრიგი შეიცვალოს და სხვა ტიპის დაკვეთა დასჭირდეთ დიდი გეოპოლიტიკური თამაშისთვის. იციან, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ასევე საქართველოში მომუშავე დიპლომატების ნაწილი რადიკალიზმის წახალისებაში დაადანაშაულა და მაგალითად ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების და საფრანგეთის ყოფილი ელჩის ქმედებები და განცხადებები მოიყვანა.
„პირდაპირ აქეზებენ ძალადობას, ხმას არ იღებენ, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან პოლიციელს, ხმას არ იღებენ, როდესაც პიროტექნიკას ესვრიან პოლიციელს, ამბობენ, რომ თურმე ქალბატონი მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და ბოლოს, როგორც იქნა გერმანიის ელჩმა, ბატონმა ფიშერმა თქვა, ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო ანალოგიური ფაქტი, ასეთი ადამიანი მოიხდიდა სასჯელსო, მაგრამ მე გადავწყვეტ როგორი უნდა იყოს ეს სასჯელიო. შესაბამისად, ეს ელჩები და ევრობიუროკრატების წარმომადგენლობა საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობენ რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
1758657664
საზოგადოებამაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...
1758656086
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...
1758653551
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას
„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...
1758652553
სპორტიგიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...
1758651450
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...