ლევან მაჭავარიანი: თუ ვინმეს რამის გაპროტესტება უნდა, დღეს მე-300 დღეა, 3000 დღე აპროტესტონ, ოღონდ არავინ გავიდეს სტანდარტის ფარგლებს გარეთ

თუ ვინმეს რამის გაპროტესტება უნდა, დღეს მე-300 დღეა, 3000 დღე აპროტესტონ, ოღონდ არავინ გავიდეს სტანდარტის ფარგლებს გარეთ,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ".

მისივე თქმით, ქართული სამართალდამცავი უწყებები გაცილებით მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში.

„ძალიან ბევრი აქცია გვინახავს და როდესაც დაუსჯელობის სინდრომი ჰქონიათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გადასცდებოდნენ ხოლმე, 2-3 წლის წინ პოლიციის მანქანებს წვავდნენ და ადეკვატურ პასუხს არ იღებდნენ, რამაც დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა. წინა წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უკვე დაკავებებს ჰქონდა ადგილი. მადლობა ღმერთს, სამართალდამცველების მხრიდან მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო გადაცდომების, რასაც კი ბატონო, ვაღიარებთ, თუმცა გაცილებით მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში. მარტო ბოლოდროინდელ აქციებს რომ შეხედოთ, ხელკეტებით უსწორდებიან ქალბატონებს და იქ პრობლემა არ არის. აქ კიდევ, როდესაც შენ ცოცხლად გწვავენ, პარლამენტს წვავენ და ერთეული გადაცდომები არის, დაქცეულა თურმე ქვეყანა. რა თქმა უნდა ეს ცუდია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქმედებს ჩვენი პოლიცია. გეკა გელაძეს კი დებიუტი აქვს ისეთი, რომ მე არ ვიცი შს მინისტრის პოსტზე სხვა ქვეყანაში თუ ჰქონიათ ასეთი დებიუტი. ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, თუ ვინმეს ექნება იმის სურვილი, განზრახვა, რომ ქვეყანა ხელოვნურად არიოს, დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით, ამას ვპირდებით ყველას. დანარჩენი, თუ ვინმეს რამის გაპროტესტება უნდა, დღეს მე-300 დღე არის, 3000 დღე აპროტესტონ, ოღონდ არავინ გავიდეს სტანდარტის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758657664

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...

ლევან მაჭავარიან

1758656086

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...

ლევან მაჭავარიანი

1758653551

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...

ლევან მაჭავარიანი

1758652553

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...

გიორგი მამარდაშვილი

1758651450

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...

დონალდ ტრამპი