ლევან მაჭავარიანი: ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად რომ ამირჩევთ, ქუჩაში ყოველ საღამოს აქციები მოეწყობა და მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებაო. ესე იგი, ყოველდღე იქნება აქციები და მერიის არცერთი სამსახური არ იმუშავებსო

ლევან მაჭავარიანმა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის ერთობას „ფასადური“ უწოდა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა.

„წლების განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავდნენ, ერთი მეორეს რუსეთის აგენტს ეძახდა, გახარია ხაზარაძეს თაღლითს ეძახდა და თურმე ახლა დამეგობრდნენ. პარტიაში ჰყავს ბატონ ხაზარაძეს ბატონი ელისაშვილი, რომელიც აკრობატიკით არის დაკავებული, ხან პოლიტიკურით, ხან ფიზიკურით. პირდაპირ ეთერში ლანძღავდა ხაზარაძეს, სერიოზული პრეტენზიები წაუყენა, ციხეებიდან [პატიმრებს] კრედიტებს აფორმებინებდიო, რაც ბიზნესმენებისგან საგამოძიებო კომისიაზეც მოვისმინეთ და შორს არ იყო ეს ბრალდებები რეალობისგან. ასეთი ადამიანი მიიღეს გუნდში. აქ უკვე პრინციპულობაზეც არ არის საუბარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ერთად ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო სიები რეგიონებში, რადგან მუნიციპალიტეტებში ავტორიტეტის მქონე ადამიანებს არ სურთ, რომ მათთან იყვნენ აფილირებულები. დეპუტატმა თბილისის მერობის კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუჩაში 20 ადამიანი რომ გააჩერო, კუპრაძე მათგან შესაძლოა ერთმა ან ორმა იცნოს.

„თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდება, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მთელი მუნიციპალური სამსახურები გაიფიცება. აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად რომ ამირჩევთ, ქუჩაში ყოველ საღამოს სანქცირებული აქციები მოეწყობაო. ესე იგი, მე რომ მერად ამირჩევთო, ყოველდღე იქნება აქციები და მერიის არცერთი სამსახური არ იმუშავებსო. წარმოიდგინეთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758657664

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...

ლევან მაჭავარიან

1758656086

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...

ლევან მაჭავარიანი

1758653551

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...

ლევან მაჭავარიანი

1758652553

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...

გიორგი მამარდაშვილი

1758651450

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...

დონალდ ტრამპი