მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთებენ,იმიტომ, რომ ვერ ჩამორეცხეს წარსული, შესაბამისად, ფსონი გააკეთეს „ახალზე“, მაგრამ "ახალიც" ვერ შეასაღეს ჩვენს მოქალაქეებს,როგორც არა-ნაცები. შესაბამისად, წინა არჩევნების შემდეგ, დაიწყო პროცესი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მაჭავარიანის განმარტებით, "ნაცმოძრაობა" და "ახალი" გარე პატრონებმა გვერდზე გასწიეს, რათა დარჩენილი ორი პარტია "ლელოს" და გახარიას პარტიის სახით, დამოუკიდებელ ძალად წარმოეჩინათ. მისი თქმით, გარე უფროსებმა გახარიას და ხაზარაძის პარტიების დივერსიფიცირებაც მოახდინეს და "ლელო" უფრო რადიკალურ ძალად ჩამოაყალიბეს, ხოლო "გახარია -საქართველოსთვის" - უფრო კონსტრუქციულ პარტიად.
„დედა-ნაციონალური მოძრაობის" ორი პარტია გაწიეს გვერდზე და დარჩენილი ორი დანაყოფი, თითქოსდა გამიჯნეს, რომ მოქალაქეების თვალში წარმოეჩინათ, რომ ისინი დამოუკიდებელ ძალას წარმოადგენენ.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენზე რომ გაძლიერდა ზეწოლა და შეიცვალა ევრობიუროკრატების რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში უკრაინას დავეხმარეთ, უბრალოდ, მეორე ფრონტი არ გავხსენით და მაგიტომ წამოვიდა ასეთი ზეწოლა ჩვენზე. ამის შემდეგ ეს ოთხი პარტია აბსოლუტურად ყველაფერს ერთად გეგმავდა, ყველა ნაბიჯს ერთად დგამდნენ, რევოლუციურ სცენარებში ერთად იღებდნენ მონაწილეობას და საზოგადოებას მინდა შევახსენო 2024 წლის 18 ნოემბრის წერილი მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, სადაც ოთხივე პარტიის ხელმოწერაა, ბრიუსელს რომ მიმართეს და ითხოვდნენ, იხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას და მასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას.
ამის შემდეგ, გარე უფროსების მხრიდან, ხდება მათი გამიჯვნის პროცესი და აქაც დივერსიფიცირებულად მოქმედებენ: „ლელო" ჩამოაყალიბეს უფრო რადიკალურ პარტიად, იქიდან გამომდინარე, რომ „დედა-ნაციონალური მოძრაობის" ხმებიც არ დაიკარგოს და ეს ელექტორატი „ლელოსკენ" წავიდეს, მაგრამ აქაც არასწორად თვლიან, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი „ლელოს" მაინც არ დაუჭერს მხარს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ თვალში "ლელომ" ნაციონალური მოძრაობაც" გადააგდო, რადგან არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება გახარიას ნაწილს, იქ უფრო კონსტრუქციულად უნდათ ჩამოაყალიბონ, რომ ეს ორი პარტია დივერსიფიცირებულად წარმოაჩინონ ჩვენი მოქალაქეების თვალში და მაქსიმალური ამომრჩეველი მიუერთონ ამ ორ პარტიას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1758657721
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია. აბსოლუტურად სხვანაირად უმუშავებს გონება, ენერგიაც აქვს უშრეტი და ასეთი ძლიერი სუსის ხელმძღვანელი სანატრელია ნებისმიერი ქვეყნისთვის
მამუკა მდინარაძე რომ ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხე...
1758656086
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...
1758653551
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას
„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...
1758652553
სპორტიგიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...
1758651450
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...